როგორ შევცვალოთ და გავხადოთ გარემო სტერეოტიპებისგან თავისუფალი - აჭარაში მოქმედი მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა. ვორქშოპი “პლურალიზმის მხარდაჭერა და სტერეოტიპებთან ბრძოლა” - პროექტის ფარგლებში შედგა.
პროექტის მიზანია ქვეყანაში შეიქმნას პლურალიზმისა და ტოლერანტობის ღირებულებებზე დაფუძნებული სადისკუსიო პლატფორმა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი. პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.