თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის,თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ გამოცხადდება. აღნიშნული პირები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც, ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და უწყება ძებნას გამოაცხადებს. თემის დეტალებით მარიმა ურუშაძე უერთდება მთავრის ეთერს