რუსეთის მოქალაქეები ბათუმის პორტში საკრუიზო გემით შემოვიდნენ

27 ივლისი 2023, 17:38 944 ნახვა

სოჭიდან საკრუიზო გემის ,,ასტორია გრანდეს“  ბათუმის ნავსადგურში შემოსვლა დაგმეს ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობისთვის არადამაჯერებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პოზიცია, თითქოს  ლაინერის   ბათუმის ნავსადგურში გაჩერება კომერციული ხასიათისაა. ამის საპირწონედ იხსენებენ წლების წინ ამერიკულ კომპანია "როიალ კარიბიანთან“ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც როგორც ამბობენ, ბათუმის პორტშიმსხვილი საკრუიზო ხომალდების მიღება იგეგმებოდა  და რომელსაც ქვეყნისთვის ეკონომიკური  სარგებელი უნდა მოეტანა. პროექტის განხორციელებას კი  როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ხელი შეეშალა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ,რომ   განსაკუთრებით მძიმეა იმ ნავსადგურიდან  რუსი ტურისტების შემოდინება, საიდანაც წლების წინ დევნილი მოსახლეობა შემოვიდა.ამასთან ფიქრობენ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე, განსაკუთრებით  კი  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინის პირობებში.  მმართველ გუნდში  ქვეყნისთვის მთავარ  გამოწვევას -ოკუპაციას უსვამენ ხაზს. ქართული ოცნების გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დეოკუპაციისთვის  სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ბერკეტი. ,,რუსეთი არ არის ოკუპანტი“ ამ ტიპის გზავნილები ჰქონდათ დღეს  იმ ადამიანების  ნაწილს, რომლებიც ასტორია გრანდეს“ ჩამოწვნენ ბათუმში.       

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში