ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და საელჩოს თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციად აფასებს. მათივე განცხადებით, მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.