ბათუმელი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ადგილიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას, მისი შემოქმედება ცნობილი და პოპულარული იყო.