რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

20 ივლისი 2023, 11:04 567 ნახვა

შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს განცხადებით, ამ გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება კონფლიქტში ჩართულად. გარდა ამისა, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში საზღვაო ზონები დროებით სანაოსნოდ გამოცხადდა. 

„მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო გაფრთხილებები გაიცა დადგენილი წესით“, - აცხადებენ თავდაცვის დეპარტამენტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში