აჭარაში, ორ კვირაში 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა 15 ობიექტზე გამოვლინდა - სურსათის სააგენტო

19 ივლისი 2023, 10:29 757 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. 

ასევე განმარტავენ, რომ კრიტიკული შეუსაბამობა 15 ობიექტზე გამოვლინდა, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

"კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

აჭარის რეგიონში, ორი კვირის განმავლობაში, 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა. კრიტიკული შეუსაბამობა 15 ობიექტზე გამოვლინდა, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, სურსათი, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, არ შეიძინონ. ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც სურსათის უვნებლობის სტანდარტები არ არის დაცული; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 1501“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი