ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა მოსახლეობას ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს, რომლებიც წელს ხორციელდება. წარმოადგინეს ახალი პროექტები და ადგილობრივებს კონკურსებში მონაწილეობის გამარტივებისთვის საჭირო ინფორმაცია მოაწოდეს. შეხვედრაზე განმარტეს, რომ რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღესვე კომიტეტის წევრები მეწარმეებსა და ფერმერებს ხელვაჩაურის სოფლებშიც შეხვდებიან.