ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. სესიიდან გამოსვლის შემდეგ აბიტურიენტთა ნაწილმა საგამოცდო მასალა საშუალო სირთულით შეაფასა.
აჭარაში წელს სულ ოთხი საგამოცდო ცენტრია, მათ შორის ერთი ხულოში.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეკორდული რაოდენობა, 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გრძელდება.