უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ბიზნეს ინტერესები

23 თებერვალი 2017, 00:00 3829 ნახვა

სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგით დადგინდა, რომ შპს-მ, რომლის 10%-იან წილს უმაღლესი საბჭოს წევრი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ფლობს, სამკურნალო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ 48 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 2012-2016 წლებში, როდესაც ნუგზარ სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მანამდე კი სურმანიძე ამავე უწყების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 48 ტენდერში, რომელშიც კომპანიამ გაიმარჯვა, კონკურენტი არ ჰყოლია. - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ კვლევის პრეზენტაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ “ გამართა. კვლევაში 13 დეპუტატის ბიზნეს ინტერესებზეა საუბარი. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი