თეატრალური ფესტივალი ოზურგეთში

16 ივლისი 2023, 17:58 687 ნახვა

ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა. წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წელს და ოზურგეთის თეატრის დაარსების 155-ე წლისთავს მიეძღვნა.

10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებელმა ნახა უცხოეთის 7 თეატრის 8 და ქართული თეატრის 18 წარმოდგენა.

ფესტივალში მონაწილეობისთვის უკრაინიდან წელსაც ჩამოვიდა ხერსონის აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი. ფესტივალის სტუმრები ასევე იყვნენ თეატრალური დასები სხვადასხვა ქვეყნიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი