ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება ქედაში

13 ივლისი 2023, 17:45 1011 ნახვა

ქედის მერიის ინფორმაციით, „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ქედის მერიაში 21 განაცხადი დარეგისტრირდა. კომისია ამ ეტაპზე შემოსულ იდეებს განიხილავს. პროექტები განიხილება როგორც პრიორიტეტების, ასევე კანონმდებლობასთან შესაბამისობის გათვალისწინებით. პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება მათ შორისაა განაცხადის რეგისტრაცია, იდეების განხილვა, მონიტორინგი, გასაუბრება და ხელშეკრულების გაფორმება. ბიუჯეტი წელს 30 000 ლარია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი