ერთიანი ეროვნული გამოცდები

12 ივლისი 2023, 11:02 1043 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენის გამოცდით გრძელდება. გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი. დაიგვიანა ხუთმა  გამოსაცდელმა.  ბათუმის პირველ საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. 

ცენტრში ამბობენ, რომ წელს არცერთი დაგვიანება არ ყოფილა და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მეორე სესია უცხოური ენების გამოცდითა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსით გაგრძელდება.

58 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული ხულოს საგამოცდო ცენტრში. საგამოცდო ცენტრის კურატორის ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობისას პრობლემა არ დაფიქსირებულა.

აბიტურიენტები აცხადებენ, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო. ხულოს საგამოცდო ცენტრში სულ 175 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი