ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე - პაპუაშვილი

12 ივლისი 2023, 11:32 616 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს და წერს, რომ ყველა სიტყვას ეთანხმება, რომელიც სამიტამდე დაწერა.

"ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამიტამდე ერთი დღით ადრე „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მათ შორის აღნიშნა რომ საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი