საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 1384 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
„საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 131 120,39 ლარი შეადგინა.
სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.