აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს - ქუთაისის აეროპორტი

11 ივლისი 2023, 10:11 712 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“,- აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ ძლიერმა წვიმამ ქუთაისის აეროპორტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა აეროპორტი და წვიმის შედეგად ჭერის ნაწილი დაზიანდა.

უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. მოგვიანებით აეროპორტმა განცხადება გააკეთა, რომ უამინდობის გამო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი