დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. აბიტურიენტები უცხო ენას სამი დღის განმავლობაში ჩააბარებენ. გამოცდა ორ სესიად ტარდება.
დასრულდა პირველი სესია. გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა. დაიგვიანა 3-მა აბიტურიენტმა. მეორე სესია 15 საათზე დაიწყო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გრძელდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            