გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი გიორგი (გოგი) ჩაჩავა

10 ივლისი 2023, 15:10 967 ნახვა

გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქორეოგრაფი გიორგი (გოგი) ჩაჩავა. ინფორმაციას აჭარის აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ ავრცელებს.

„გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ოქროს თაობის წევრი, ქორეოგრაფი, ღირსებისა და ქართული ცეკვის რაინდის ორდენების კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ვარსკვლავოსანი, წლების მანძილზე ანსამბლ „არსიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გიორგი (გოგი) ჩაჩავა.

ბატონი გოგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული „არსიანელისთვის“, ქორეოგრაფიული საზოგადოებისთვის. დასრულდა ეპოქა სახელად „გოგი ჩაჩავა“. თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს და ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი