ბულვარის ადმინისტრაცია მონიტორინგს ამკაცრებს

19 მაისი 2016, 00:00 5239 ნახვა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონზე მონიტორინგს ამკაცრებს. პირები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ 500 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზეც. მცირე საყოფაცხოვრებო  ნარჩენებზე საჯარიმო სანქცია წელსაც 80 ლარი იქნება. „ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს  თხოვნით მიმართავს, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დასუფთავების წესები დაიცვან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში