დეკანოზმა შესაძლოა დღეს დუმილი დაარღვიოს

22 თებერვალი 2017, 00:00 2766 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა საპატრიარქოში მიიყვანონ - ვარაუდობს მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მისივე განცხადებით ამის სურვილს ბრალდებული გამოთქვამს და პატრიარქს თხოვნით მიმართავს. მიხეილ რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ იარაღი რომელიც ჩხრეკისას დეკანოზის სახლიდან ამოიღეს არ ეკუთვნის გიორგი მამალაძეს. ბრალდებულის ადვოკატები ამტკიცებენ რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ მასალებში დეკანოზის ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება. გიორგი მამალაძე რჩება  ჩაფიძის კლინიკაში. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი