უკანონო ობიექტების დემონტაჟს ხმაური მოჰყვა

07 ივლისი 2023, 14:19 561 ნახვა

ბაქოს ქუჩის #33 ნომრის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთია ადგილია, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობის დამონტაჟი მოახდინა. ფაქტს ხმაური მოჰყვა. რესტორან ''შავი ზღვის'' მფლობელი ამბობს, რომ რესტორნის უკან ზღვის პირას ტერიტორია დაასუფთავა, მოაპირკეთა და სტუმრებისთვის მაგიდების და ქოლგების დადგმა სურდა. 

მზიური თავდგირიძე ამბობს, რომ იცის, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა უკანონოდ განახორციელა, თუმცა ის შერჩევით სამართალზე საუბრობს. აცხადებს, რომ ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტებიც უკანონოა, თუმცა მათ არ ანგრევენ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მუნიციპალურ ინსპექციაში კომენტარი არ გაკეთებულა, უწყებამ ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ იახტკლუბის, დელფინარიუმის, გოგებაშვილისა და ქუთაისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებიდან უნებართვო ჯიხურებისა და  უსახური კონსტრუქციების გატანა გრძელდება. კომერციული მიზნით განთავსებული სხვადასხვა ტიპის დახლებისგან ტერიტორია უკვე გაწმენდილია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიიდან ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯამში 50-მდე კონსტრუქცია გაიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი