თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თავად გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება

06 ივლისი 2023, 19:43 611 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.რომელსაც ბაჩიაშვილიც ესწრება. 

სასამართლო ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი