მოწამლეს თუ არა მეუფე შიო? - საპატრიარქოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

06 ივლისი 2023, 12:08 692 ნახვა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, მეუფე შიოს, სავარაუდო, მოწამლვასთან დაკავშირებით. წერენ, რომ ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ 1 კვირის წინ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების შედეგად ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრა ჯაღმაიძემ დაწერა, რომ მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ვმუშაობთ თემაზე და დამატებით დეტალებს სამ საათიან საინფორმაციოში გაგაცნობთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი