პარლამენტი ხვალიდან სუს-ის ანგარიშის განხილვას იწყებს

06 ივლისი 2023, 14:04 754 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა,  განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა. სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი