საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც მთავრობის მეთაურს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს. ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.