აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ისრაელის კულტურის მინისტრის შეხვედრა

05 ივლისი 2023, 15:04 770 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე. 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა ისრაელის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. 

ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის და განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი