ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია

04 ივლისი 2023, 14:48 743 ნახვა

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ  12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი შეაჯამა, კონფერენციაზე მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები. როგორ აუხსნის მთავრობა ხალხს იმას, თუ მოხდა ისე, რომ კანდიდატის  სტატუსი ვერ მიიღო საქართველომ? აჭარის ტელევიზიის ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ოპტიმიზმი გამოხატა და განმარტა, რომ რისკები არსებობს, წინასწარ ამ რისკებზე საუბარს ერიდებიან. 

27 ქვეყანაა, ვინც უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ''რუსთავი 2''  დაინტერესდა რომელია მათგან სკეპტიკურად განწყობილი და კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში არსებობს თუ არა დეპოლარიზაციის დაწყების მოლოდინი? კობახიძის თქმით, არ იქნება სწორი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების დასახელება, იმედოვნებს, რომ დადებითი პასუხი იქნება ყველასგან.

რაც შეეხება სტატუსის მიღებას, ''ქართული ოცნების'' ლიდერს მიაჩნია, რომ ეს პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, თუმცა პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს. 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება, ასევეა მედიის საკითხებში - ასე დაიწყო კითხვის დასმა ფორმულას ჟურნალისტმა და ვარჰეის თხოვნები შეახსენა კობახიძეს ჟურნალისტების თავისუფლების ზრდის მიმართულებით. დაასახელა მიშა მშვილდაძის მაგალითი, სადაც ჟურნალისტის თქმით, კობახიძე მის მიერ გაკეთებული განცხადებებით მოძალადის მხარეს დადგა. 

ოლაფ შოლცის შესახებ გაკეთებული განცხადება შეახსენა მთავარი არხის ჟურნალისტმა კობახიძეს და ჰკითხა, რატომ შეცვალა მოგვიანებით რიტორიკა და დატოვეს ევროპელ სოციალისტთა პარტია. 

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით ევროპარლამენტარებმა საზოგადოება „დატანჯეს“ 600 დღის განმავლობაში იმაზე ლაპარაკით, „თითქოს სააკაშვილი კვდებოდა“. „საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმა, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე“, - განაცხადა ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ტყუილი როგორ იყო ეს ყველაფერი, მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ნახეს კლინიკა "ვივამედიდან" ვიდეოზარის ფორმატში ჩართული მიხეილ სააკაშვილი? კობახიძემ უპასუხა, რომ გუშინ რაც ნახა, „ეს არის რეზექციის რეკლამა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი