საფრანგეთის პრეზიდენტმა გადადო გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც კვირას უნდა დაწყებულიყო. მიზეზი პარიზის გარეუბნებში არეულობებია, რომელიც პოლიციის მიერ ჩრდილოეთ აფრიკელი წარმოშობის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ „არდ“-თან ინტერვიუში თქვა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს საფრანგეთში არეულობას და დარწმუნებულია, რომ მაკრონი წარმატებით განმუხტავს სიტუაციას.