ყველა ვინც აგრესორს ეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული კომპანია Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილიც მოხვდა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 291 იურიდიულ კომპანიას შეეხო.