ქალთა საერთაშორისო კონფერენცია 

01 ივლისი 2023, 14:10 442 ნახვა

მიწვევის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე არ გამოჩენილან ''ქართული ოცნების'' დეპუტატი ქალები.

ერთადერთი, ვინც ღონისძიებას დაესწრო ნათია თურანავაა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

დღევანდელი ღონისძიება პრეზიდენტმა უკრაინელ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც ამ დრომდე რუსული ჭურვების ქვეშ არიან. 

ღონისძიებაზე სხვადსხვა სახის საინფორმაციო პანელი არის განთავსებული, სადაც საუბარი მიმდინარეობს ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე პრეზიდენტი ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს, პრესკონფერენცია 17 საათზე დაიწყება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში