სალომე ზურაბიშვილი ქალთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება უკრაინელ ქალებს ეძღვნება და მას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან - ევროპარლამენტარები, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
კონფერენციაზე პოლიტიკოსი ქალები და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.