ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, ასეთ ვითარებაში მთავრობის ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა - პრემიერი

30 ივნისი 2023, 12:01 647 ნახვა

ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ ვითარებაში, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის მთავარი საზრუნავი და ამოცანა არის სწორედ ქვეყნის გადარჩენა.

"კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამოწვევით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას უწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არის არა მხოლოდ გარე საფრთხეები, არამედ შიდა საფრთხეებიც.

"ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. მოხსენება ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენით დღეს საგაზაფხულო სესია დაიხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი