საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.
მათივე განმარტებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.