სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდა

26 ივნისი 2023, 21:10 621 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის ერთ-ერთ მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.

როგორც ბრალდებულმა, სერგო შუბითიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსად მიმალვას არ აპირებს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატმა განცხადებით, სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 17 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი