საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩთან ულრიკ თიდესტრომთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე სხვადასხვა მიმართულებით შვედეთის სამეფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე.