ვაგნერის ამბოხის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

26 ივნისი 2023, 11:02 427 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ საჯაროდ  პირველად გამოჩნდა ვაგნერის შეიარაღებული ამბოხის შემდეგ, რომლის მიზანი  მისი თანამდებობიდან  გათავისუფლება იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღეს ავრცელებს  ვიდეოკადრებს,  რომელშიც ჩანს, რომ  შოიგუ  თვითმფრინავში კოლეგასთან ერთად მგზავრობს და ისმენს ანგარიშებს რუსეთის სამხედრო დაჯგუფება ზაპადის სამეთაურო პუნქტში.  უცნობია სად და როდის გაიმართა შოიგუს  ვიზიტი.   

სამხედრო ამბოხის დროს, როცა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხრეთში სამხედრო შტაბზე კონტროლი მოიპოვა, სამართლიანობის აღდგენის საბაბით შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის გადაცემა მოითხოვა.

პრიგოჟინი ორივე სამხედრო მაღალჩინოსანს არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებს და დიდი ხნის განმავლობაში უპირისპირდებოდა მათ. გერასიმოვი მას შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და არც კრემლში  არ ყოფილა რაიმე ახალი საკადრო ცვლილება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში