მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის ნაცვლად, შესაძლოა მართვის უფლება ჩამოგერთვათ. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ამოიწურება. ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა შესთავაზეს. გარდა ამისა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს შესაბამისი გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავარაუდოდ შემოდგომიდან მოუწევთ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.