რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პასუხობს და ღალატის ბრალდებებს უარყოფს - ამის შესახებ მან გავრცელებულ მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა.
პრიგოჟინი საკუთარ თავსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს სამშობლოს პატრიოტებს უწოდებს და ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს, რადგან არ სურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება.
მანამდე ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტმა გაავრცელა, სადაც ვაგნერის დამფუძნებელი ღალატში დაადანაშაულა.