საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის, „თავისუფლების“ შექმნას მხარი დაუჭირა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის რეგლამენტით არის დაშვებული.
„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატორებმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს და ჩვენ გვაქვს ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის შექმნას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა გუშინ მიმართეს.