„ლტოლვილ ქალთა ზრუნვა, ლტოლვილ ქალთა ხმა“ - საჯარო დიალოგი

23 ივნისი 2023, 14:28 529 ნახვა

„ლტოლვილ ქალთა ზრუნვა, ლტოლვილ ქალთა ხმა“ - საჯარო დიალოგი  ამ თემაზე ბათუმში გაიმართა.  შეხვედრაზე ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრეს.

საჯარო დიალოგში უკრაინის საკონსულოს, დასაქმების სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, ვორლდ ვიჟენის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“  „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდამჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში მყოფი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ქალების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და კარიერული გაძლიერება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი