მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სოლისტის ირაკლი კახიძის იდეით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში საოპერო აგენტმა ჯორჯო ტრუკომ მომღერლებს მოუსმინა. შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 25-დან 45 წლამდე ოპერის მომღერლები იყვნენ.
მოსმენის მიზანია, ქართველი საოპერო მომღერლების, ევროპის საოპერო თეატრებში დასაქმება, რისთვისაც მათ აღარ მოუწევთ ფინანსური რესურსის მოძიება და შესაძლებლობა მიეცათ თავიანთ ქვეყანაში სცადონ საოპერო აგენტთან თანამშრომლობის წამოწყება.