ძლიერი წვიმის შედეგად საჩხერეში დაიტბორა სახლები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები, სახნავ-სათესი სავარგულები.
წყალმა დაფარა საავტომობილო გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი მნიშვნელოვანია.
უხვმა ნალექმა პრობლემები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც შექმნა, სადაც დაზიანდა გზები და დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები.
საჩხერის მერის განცხადებით, ზარალი დიდია, რის გამოც მერი არ გამორიცხავს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართოს.