„ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა თანამოაზრეებთან ერთად.
ვატო შაქარიშვილი „კოკა-კოლას“ ქარხანასთან, ფრანკლინის კლუბის 2 წლის იუბილეზე იმის სათქმელად მივიდა, რომ "ფრანკლინის კლუბი" არის "მავნებლური და ტერორისტული" ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება "ქვეყნის გარედან.
აცხადებს, რომ კლუბი ახალგაზრდებსა და ბავშვებს პროვოკაციისთვის იყენებს". მისი თქმით, საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ვერავინ ვერ აღასრულებს.