ბათუმში, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

16 ივნისი 2023, 17:30 2908 ნახვა

ბათუმში, ზღვაში მოზარდი დაიხრჩო.  შემთხვევა აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბათუმელი იყო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ზღვაში ორი მოზარდი შევიდა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ერთი მოზარდის  გადარჩენა შეძლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში