ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

13 ივნისი 2023, 22:25 6322 ნახვა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის კაცია.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში აჭარის მაწყებელს განუცხადეს, რომ ორივე ქვეითი მძიმე მდომარეობაში დახვდა სამედიცინო ბრიგადას. ისინი ორ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარება მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ავარია დღეს, საღამოს საათებში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ რომ მძღოლი სამართალდამცავ უწყებაშია გადაყვანილი ავტომობილი კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

შსს პრესამსახურის ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში