რუსეთის ირკუტსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13 ივნისი 2023, 14:08 839 ნახვა

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუსეთის ირკუტსკის ოლქში, სადაც მდინარე ლენას სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი ტანკერი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად  დაზიანდა საწვავით სავსე კონტეინერი და მდინარეში ბენზინი ჩაიღვარა.

დაზიანებულ კონტეინერს 138 ტონა ბენზინი გადაჰქონდა, ჯერ უცნობია თუ ზუსტად რამდენი საწვავი ჩაიღვარა მდინარე  ლენაში. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ  მდინარეში ბენზინის ჩაღვრა ნახევარ საათში შეაჩერეს.

მოსახლეობას მოუწოდებენ არ გამოიყენონ მდინარის წყალი. ავარიის მიზეზად ერთ-ერთი ტანკერის კაპიტნის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი