ავსტრალიაში ქორწილის სტუმრები ავტოავარიაში მოჰყვნენ

12 ივნისი 2023, 10:01 456 ნახვა

10 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა  ავსტრალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც ქორწილის სტუმრები მგზავრობდნენ,  გზის სავალი ნაწილიდან  გადავარდა. ავარია ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით  23:30 საათზე სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით 180 კმ-ის მოშორებით ქალაქ გრეტას მახლობლად  ჰანტერის რეგიონში მოხდა, რომელიც ცნობილია თავისი ვენახებითა და საქორწილო ადგილებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში