სადეპუტატო კითხვაზე სასურველი პასუხი ხატია დეკანოიძემ ვერ მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპუტატმა რამდენიმე კვირის წინ მიმართა. დეკანოიძე ინტერესდებოდა როდის და რომელი სასაზღვრო პუნქტი გადმოკვეთა სერგეი ლავროვის ოჯახმა და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში ისინი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს რომ სამინისტროს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების უფლება არ აქვს და სწორედ ამიტომ უწყებამ დეპუტატს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნობრიობის წარდგენა მოსთხოვა.