ბსუ-ს გასვლითი სასწავლო ტური სინოპში

09 ივნისი 2023, 11:54 818 ნახვა

სინოპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან ბათუმელი სტუდენტები. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თურქეთში გასვლითი ტურით იმყოფებიან.  ისინი დღეს სინოპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ბაზას და იქ არსებულ სერვისებს გაეცნობიან. 

25  სტუდენტი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ქალაქში გასვლითი ტურით საგამოფენო კომპანია ექსო ბათუმის  ორგანიზებით  იმყოფება.  

კომპანია უნივერსიტეტთან  წლებია თანამშრომლობს და გამოფენებზე სტუდენტებს სტაჟირების საშუალებას აძლევს. ამის გარდა, პროექტი სტუდენტების თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ვიზიტებსაც ითვალისწინებს.

ამ წუთებში უნივერსიტეტის რექტორი, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი და ექსპო ბათუმის დამფუძნებლები  სინოპის უნივერსიტეტის რექტორს ხვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში