აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ფაქტი ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ „სიენენს“ დაუდასტურა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 7 მუხლით წაუყენეს.
გადაწყვეტილებას ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უდანაშაულოა, აღნიშნა, რომ ამას ძალიან სწრაფად დაამტკიცებს. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკვისას საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო.